კავკასიის უნივერსიტეტში ხუდონჰესის თემაზე ლექცია გაიმართა
05 მარტი, 2014
        კავკასიის უნივერსიტეტში ხუდონჰესის თემაზე ლექცია გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ" ხუდონჰესის მშენებლობის თემაზე ლექცია გამართა.

ლექციაზე სიპის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის დარგში ლევან კალანდაძემ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტის სამომავლო მნიშვნელობაზე და მის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან განიხილა ის სარგებელი, რომელსაც საქართველო პროექტის განხორციელების შედეგად მიიღებს. აგრეთვე, მოიყვანა სხვა ქვეყნების ანალოგიური მაგალითები და მსგავსი პროექტები უცხოურ პრაქტიკაში.

"სიპის" წარმომადგენელმა ფართოდ ისაუბრა საქართველოს სამომავლო ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის შესაძლებლობასა და იმ პირდაპირ და არაპირდაპირ ეფექტებზე, რომელსაც საქართველო პროექტის განხორციელების შემთხვევაში მიიღებს. "სიპის" დაანგარიშებით ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ელექტროენერიგიას რუსეთისგან აღარ შეიძენს და ამგვარად, იგი ყოველწლიურად 24 მლნ აშშ დოლარის ეკონომიას გააკეთებს. 

ლექციის დასრულების შემდეგ დაინტერესებულმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ექსპერტის პასუხებიც მოისმინეს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი ტიპის ლექციებს პროექტის შესახებ მეტი ინფორმირებულობის მიზნით, პერიოდულად მართავს და მომავალშიც გეგმავს, გამართოს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary