ადელინ ბროს საჯარო ლექცია ილიაუნიში
05 მარტი, 2014
ადელინ ბროს საჯარო ლექცია ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და ანატოლიის კვლევების ფრანგულმა ინსტიტუტმა ერთობლივი ლექცია გამართა, რომელსაც უძღვებოდა ანატოლის კვლევების ფრანგული ინსტიტუტის ბაქოს ფილიალის კავკასიის კვლევითი ობსერვატორიის ხელმძღვანელი ადელინ ბრო.


მან წარმოადგინა საკუთარი სადიპლომო ნაშრომი, რომელიც ეხებოდა მიგრაციის საკითხებს სამხრეთ კავკასიაში, თურქეთსა და რუსეთში.

ადელინ ბრომ მოხსენება ორ ნაწილად წარმოადგინა. პირველი მოიცავდა ქართველ მიგრანტებს რუსეთში, მეორე კი - მიგრაციის საკითხებს თურქეთში. მან აღნიშნა, რომ ნაშრომზე მუშაობის საწყისი პერიოდი დაემთხვა 2006 წელს, როდესაც ქართველები მასობრივად გამოაძევეს რუსეთიდან, ხოლო მეორე პერიოდი - აგვისტოს ომის დღეებს. 

"საკმაოდ კარგად ვიცნობ საქართველოს, სწორედ ამიტომ ჩემი სადიპლომო ნაშრომი გავაკეთე მალაკნების თემაზე, რომელსაც საქართველოში დუხაბორების სახელწოდებით იცნობენ. ძირითადად, დამაინტერესა მიგრაციამ, რადგანაც აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველი მეორე ოჯახიდან ერთი წევრი მაინც იყო წასული საზღვარგარეთ, მაგალითად, რუსეთში" - განაცხადა ადელინ ბრომ. ის ასევე შეეხო საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხს, რომელმაც მოიტანა ის შედეგები, როგორიც არის საზღვრების გაჩენა იქ, სადაც არ იყო, სავიზო რეჟიმი, გამშვები პუნქტები, ასევე გაიხსნა ის საზღვრები, რომელიც მანამდე ხელოვნურად იყო შექმნილი.

"მიგრანტებს შესანიშნავი სახელიც კი მოუძებნეს "გლობალიზაციის ჭიანჭველები", რომლებისთვისაც მიმზიდველი პოლუსი არის აგრეთვე თურქეთი. ისინი ამ ქვეყნის მიმართულებით უწყვეტ მიმოსვლაში არიან. თურქეთის მიმართულებით მიგრაციას ახასიათებს ის, რომ მიგრანტთა უმეტესობა ქალია, რომლებიც პროსტიტუციას ეწევიან, თუმცა გარკვეული ნაწილი ჩართულია სამომხმარებლო საქმეებში" - აღნიშნა ადელინ ბრომ.

მოხსენება შეაჯამა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორმა თინა ზურაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა: "სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ამ სამი ქვეყნის მიგრანტთა შესახებ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავიგოთ, ორი ძირითადი რამ, შიდამეურნეობების წილი სამივე ქვეყანაში, რომელთაც ჰყავთ ემიგრანტი ნათესავი და ოჯახებისათვის სამივე ქვეყანაში ვიგებთ ფულადი გზავნილების რიცხვს მათი ოჯახის ბიუჯეტში".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary