არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
06 მარტი, 2014
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00-დან 17:00 საათამდე ბანკ "კონსტანტას" ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით იმართება 12 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დახურული შეხვედრა, სადაც მოხდება მათ მიერ იდეების გაზიარება-გაცვლა.

პარალელურად მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია გასული წლის განმავლობაში მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებების ფოტოები.

პროექტთან ასევე თანამშრომლობს მშვიდობის კორპუსი და Helping hand-ი, რომლებიც ხელმძღვანელობენ იმერეთის მასშტაბით მოხალისე მასწავლებლების მიწვევას სხვადასხვა ქვეყნიდან.

,,ჩვენი მიზანია მოხალისეობის განვითარება დასავლეთ საქართველოში, ამ კუთხით ხალხის მიზიდვა და მათი დაინტერესება. ასევე სტუდენტებში სამოქალაქო აქტივობის გაზრდა. მათ შეეძლებათ სურვილისამებრ არჩეულ ორგანიზაციაში გაწევრიანდნენ, რის შემდეგაც სრულყოფილი წევრის სტატუსით მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობაში" - აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო კლუბის წარმომადგენელი აკაკი საღინაძე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary