როგორ გვესმის პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნება
06 მარტი, 2014
როგორ გვესმის პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე – "როგორ გვესმის პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნება".

ლექციის ორგანიზატორი იყო ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიურის ცენტრის წარმომადგენელი კრისტოფ ლუკიანოვიჩი, ხოლო ლექციას უძღვებოდნენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იაროსლავ ბრათკიევიჩი და ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იგნასიო იბანიეს რუბიო.

უცხოელმა სტუმრებმა ლექცია მიუძღვნეს საერთაშორისო ურთიერთობებში კომპრომისს და მაგალითად მოიყვანეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ პერიოდებზე, როცა ქვეყანა წარმატებულად იყენებდა კომპრომისის ხელოვნებას. პოლონეთის წარმომადგენელი უკრაინის საკითხს შეეხო: "ძალიან რთულია ქუჩაში თვეების განმავლობაში მდგარ ხალხს აუხსნა, რომ ყველაზე სწორი კომპრომისზე წასვლაა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ ესაა გამოსავალი". როგორც იგნასიო იბანიეს რუბიომ განაცხადა, ძალადობა შობს უფრო მეტ ძალადობას, ამიტომ თუ გვსურს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ უნდა გამოვიყენოთ კომპრომისის ხელოვნება. 

მოხსენება ინგლისურ ენაზე წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და, ძირითადად, რუსეთის საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, თუ როგორ შეუძლია მას გამოიყენოს კომპრომისის ენა პოლიტიკაში. თსუ-ს მაგისტრანტის გიორგი ვახტანგიშვილის თქმით, ლექცია საინტერესო იყო, მან გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ დაესწროს მსგავს შეხვედრას, სადაც სხვა უცხოელი პოლიტიკოსები გამოთქვამენ საკუთარ აზრს და ისაუბრებენ მსგავს თემებზე.

ლექციის ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ "კომპრომისის თემა ყოველთვის აქტუალურია, ჩვენ მოვიწვიეთ ევროპელი სტუმრები ესპანეთიდან და პოლონეთიდან, რათა სტუდენტებისთვის საკუთარი შეხედულება გაეზიარებინათ".

ეს მათი პირველი ლექცია იყო თსუ-ში. მომავალში კი კვლავ იგეგმება მსგავსი ტიპის შეხვედრა უცხოელ პოლიტიკოსებთან.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary