საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 500-მდე სტუდენტს შეხვდა.
მისი მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრა ლექცია-დიალოგის ფორმატში წარიმართა.
შეხვედრის დასაწყისში თამარ სანიკიძემ აუდიტორიას ყველა ის სიახლე გააცნო, რაც 2013 წლიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელდა.
,,სიამოვნებით გავეცნობი სტუდენტების პოზიციას განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და ნებისმიერ საკითხზე, რაც მათ აღელვებთ. შევეცდები, ამომწურავად ვუპასუხო და სრულყოფილად დავუსახო სამომავლო ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, საინტერესო შეხვედრა იქნება" - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
როგორც შეხვედრის ბოლოს ითქვა, ანალოგიური შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება.