,,ქალთა სამოქალაქო აქტივობა’’ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
07 მარტი, 2014
        ,,ქალთა სამოქალაქო აქტივობა’’ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ქალთა სამოქალაქო აქტივობა 1988-1991 წლებში" - ასე ჰქვია ფოტოგამოფენას, რომელსაც დღეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

გენდერული კვირეულის ფარგლებში გამოფენა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამართა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოგრაფ ნაზი გაბაიძის პირადი არქივიდან შერჩეული 100-მდე ფოტო, რომლებიც იმდროინდელი საზოგადოების განწყობას ასახავს. მათზე ნათლად ჩანს, რამდენად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალები პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფოტოები ასახავენ ეროვნული მოძრაობის დასაწყის პერიოდს, 9 აპრილის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, კომუნისტური პარტიის ლიდერებსა და ეროვნულ ძალებს შორის გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებას ჩაის სახლში, წითელი ჯვრის ჩამოსვლას, მერაბ კოსტავას დასაფლავებას, პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ გამოსვლას.

,,ამ გამოფენას იმიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ ის ასახავს ქალთა აქტივობასა და ჩართულობას საზოგადოების სხვადასხვა პროცესში, ასევე საინტერესოა ისიც, რომ ფოტოების ავტორი არის ქალი, თანაც არაპროფესიონალი" - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

თავად ნაზი გაბაიძე ამბობს, რომ შესაძლოა არსებობდეს უფრო მეტყველი კადრებიც, რომელთაც დროულად მოძიება სჭირდება ფოტოარქივის შესავსებად.


ფოტოგამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13 მარტამდე გასტანს და მასზე დასწრება თავისუფალია. დასრულების შემდეგ, გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary