ნეკრესი - მეოთხე თუ მეექვსე საუკუნის ძეგლი?
07 მარტი, 2014
            ნეკრესი -  მეოთხე თუ მეექვსე საუკუნის ძეგლი? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ემერიტუს პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ და პროფესორმა ნოდარ ბახტაძემ წარმოადგინეს მოხსენება ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების შესახებ.


მოხსენება ეხებოდა ხელახლა წარმოებული კვლევების შედეგად ნეკრესის მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე მცირე სამლოცველოს შესახებ დამატებითი ფაქტობრივი მასალის გამოვლენას, რომელიც საშუალებას იძლევა, ახლებურად იქნას გააზრებული ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების გენეზისი.

ზურაბ კიკნაძემ უმთავრესი ყურადღება გაამახვილა ნეკრესის ტაძარზე, ეს არის ერთადერთი ძეგლი, რომელიც დგას ნეკრესის ტერიტორიაზე: "მატიანეში წერია, რომ ძეგლი მირიან მეფის შვილიშვილმა ააშენა ნეკრესის ქალაქში. ამავდროულად უნდა აღინიშნოს აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ნათქვამი, რომ ნეკრესი არ ვიცით, სად არის. აქამდე მიჩნეული ფაქტი, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ეს ტაძარი იყო ბაზილიკური დაგეგმარების, აღმოჩნდა, რომ ის თავისებურება, რაც უნდა ახასიათებდეს ბაზილიკას - სიგანე მეტია სიგრძეზე - ასე არ აღმოჩნდა. ჩვენ ნეკრესის ტაძარს მაინც ვეძახით ბაზილიკას, რადგანაც მასში ვხედავთ სამი ნავის ნაზავს". 

მოხსენებაში მონაწილეობას იღებდა ასევე პროფესორი ნოდარ ბახტაძე, რომელმაც ისაუბრა ნეკრესის ნაქალაქარის ხელახალი არქეოლოგიური კვლევების შესახებ და მან დასკვნის სახით უთხრა დამსწრეებს ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ აქამდე მეოთხე საუკუნის ძეგლად მიჩნეული სამლოცველო, აღმოჩნდა მეექვსე ან მეშვიდე საუკუნის, რადგანაც მასში აღმოჩენილი ინვენტარი მეექვსე, მეშვიდე, მერვე საუკუნის აღმოჩნდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary