,,ძალადობის ინტერიერი” მარჯანიშვილის თეატრში
08 მარტი, 2014
გალერეა
     ,,ძალადობის ინტერიერი” მარჯანიშვილის თეატრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) თაოსნობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა ინტერაქტიული გამოფენა სახელმწოდებით ,,ძალადობის ინტერიერი".

გამოფენა ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკას მიეძღვნა. ამავე თეატრის მსახიობებმა (ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ქეთი კანტიძე, ვარლამ კორშია და სხვები) გააცოცხლეს ქართველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ფოტოგრაფების მიერ შექმნილი სტატიები, პოსტები და ფოტოები. ინტერაქციული გამოფენის რეჟისორი იყო ნინო მაღლაკელიძე, კომპოზიტორი - ეკა მაჭავარიანი, ხოლო ინსტალაციის ავტორები - სოფო გასვიანი და დავით დოლიძე.

გამოფენა გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. 

,,მე მჯერა, რომ ყველანი თანასწორნი ვიბადებით, განვითარების საშუალება კი ქვეყანამ უნდა მოგვცეს" - მისასალმებელი სიტყვისას განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა. 

,,ძალადობის ინტერიერი" 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ( Sida) ხელშეწყობით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary