,,ედისონის ლიგა“ მომავალ ლიდერებს ეძებს
09 მარტი, 2014
,,ედისონის ლიგა“ მომავალ ლიდერებს ეძებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ედისონის ლიგა"- ასე ჰქვია კონკურსს აბიტურიენტებისათვის, რომელიც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ინიციატივით დღეს, 9 მარტს დაიწყო.

კონკურსი იმ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც აინტერესებთ ინჟინერია, რობოტიკა, კონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება. შეჯიბრება სამ ტურად ჩატარდება და აბიტურიენტებს სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება უწევთ. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სხვადასხვა პრიზი და სასწავლო ვაუჩერი ოთხი წლის განმავლობაში ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად. ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში მოქმედებს.

ელექტროინჟინერიის მიმართულების ხელმძღვანელის აკაკი ფაღავას თქმით, მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვანია, რათა უფრო პოპულარული გახადონ ეს ფაკულტეტი, დააინტერესონ აბიტურიენტები და აჩვენონ, რომ სირთულე არაფერშია. ,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ვაჩვენოთ, ინჟინერია არა მარტო საინტერესო, არამედ მარტივიცაა" - აღნიშნა მან.

კონკურსში მონაწილება ნებისმიერი სკოლის გუნდს შეეძლო. როგორც მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა თევდორაშვილმა გვითხრა ,,ედისონის ლიგა" საინტერესოსთან ერთად სტიმულის მომცემია, რადგან ის სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს.

კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება და ორგანიზატორები მას წარმატებულად მიიჩნევენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary