კონკურსის „ფოტოამბები“ დაჯილდოება
10 მარტი, 2014
კონკურსის „ფოტოამბები“ დაჯილდოება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ინიციატივით გამოცხადებული ფოტოკონკურსის პრეზენტაცია  მოეწყო თემაზე - "ჩვენი ქალაქის ფლორა და ფაუნა". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 15 საუკეთესო ფოტოექსპონატი.

პირველი ადგილი მოიპოვა ნამუშევარმა "ქალაქმა უნდა გაიღვიძოს" (სურათის ავტორი - ზურა შამათავა, ტექსტი - გიორგი პროლეტარი-შონია). "სათაური უკვე საინტერსოდ იწყება" - ასე შეაფასა გამარჯვებული ნამუშევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გიგი თევზაძემ.

კონკურსზე ისაუბრეს თავად ილიას უნივერსიტეტში არსებული სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზეც, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, ფოკუსირებას ახდენს შემოქმედებითი ტიპის კონკურსებზეც. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ცირა ბარბაქაძემ : "ამ ფორმატმა საშუალება მოგვცა აზრის გამოხატვის ორი ფორმა: ვიზუალური და ვერბალური ერთ მთლიანობაში მოგვექცია და ამგვარად, სტუდენტ ფოტოგრაფსა და სტუდენტ მწერალს საერთო ნამუშევარი წარმოედგინათ".

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მონაწილე წყვილს შეექმა ნამუშევარი,რომელიც იქნებოდა გუნდური მუშაობის შედეგი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary