„ახალგაზრდების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“
10 მარტი, 2014
„ახალგაზრდების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა სახელწოდებით - "ახალგაზრდების როლი ევროპისკენ მიმავალ გზაზე".


სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ერთად განიხილეს, თუ რა როლი აკისრია ახალგაზრდებს ევროინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე, რას წარმოადგენს ევროკავშირი და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. 

დამოუკიდებელმა ექსპერტმა კონფლიქტების საკითხებში გოჩა გვარამიამ თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ევრაზიული კავშირი ვერ გამოდგება საქართველოს განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად. ექსპერტის ვარაუდით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთინება ეს საქართველოს იმ ჭაობში დაბრუნების ტოლფასია, სადაც იგი წლების განმავლობაში იყო.

ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება "ლაზარე"-ს თავჯდომარემ ჯონი კვარაცხელიამ დამსწრე სტუმრებს წარუდგინა ევროკავშირისა და ევრაზიულ კავშირს შორის არსებული ის ძირითადი განსხვავებები, რომლებიც ნათლად ასახავდა, რომ ევროკავშირი - ეს არის გზა უკეთესი მომავლისაკენ განსხვავებით ევრაზიული კავშირისაგან. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა აზიური და ევროპული განათლების დონის ფუნდამენტალურ განსხვავებასა და უპირატესობებზე.

"მოწვეულმა სტუმრებმა დღეს ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ საფრთხეებზე, რაც რუსეთისგანაა მოსალოდნელი" - აღნიშნა "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" პრეზიდენმა ბესიკ ექსეულიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary