„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია მე-60 საჯარო სკოლაში
11 მარტი, 2014
„თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია მე-60 საჯარო სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია ჩატარდა.

ვებჟურნალის წარმომადგენლები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. პრეზენტაციის მიზანი მათთვის საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდება, ხოლო საუბრის ძირითადი თემა უმაღლეს სასწავლებლებში არსებული პრობლემები იყო. ძირითადი აქცენტი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა. მოსწავლეების უმრავლესობის თქმით, სწორედ ამ უნივერსიტეტში აპირებენ ჩაბარებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თსუ-ს შესახებ არაინფორმირებულები არიან.

როგორც ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნუკა კეკელიამ განაცხადა: "პრეზენტაცია ჩავატარეთ იმისთვის, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, თუ რა ხდება უმაღლეს სასწავლებლებში, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეების ჩართულობა მაღალი იყო და დაინტერესდნენ მიწოდებული ინფორმაციით". მან ასევე აღნიშნა, რომ მოსწავლეების უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary