ქართული ლიტერატურა და ეპატაჟი
11 მარტი, 2014
ქართული ლიტერატურა და ეპატაჟი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსმა დღეს ანა კორძაია-სამადაშვილს უმასპინძლა.


თანამედროვე ლიტერატურის კვირეულის ფარგლებში მწერალმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - ,,ქართული ლიტერატურა და ეპატაჟი".

ლექციის განმავლობაში მან განიხილა კონკრეტული შემთხვევები იმ ნაწარმოებებისა, რომელთა ავტორებმაც ეპატაჟი გამოიყენეს, ასევე ისაუბრა გერმანულ ლიტერატურაზე. მწერალმა სტუდენტებს თავის მიერ ნათარგმნი ლიტერატურიდანაც წაუკითხა ნაწყეტი, რათა უფრო ნათელი გაეხადა, რა არის ეპატაჟი ლიტერატურაში.

სტუდენტებისათვის საინტერესო აღმოჩნდა საჯარო ლექცია. ,,აღვფრთოვანდი ამ ქალბატონით, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა ეპატაჟზე და რადიკალურად შემეცვალა, ძალიან დამაინტერესა გერმანულმა ლიტერატურამაც" - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ირინა ყიფშიძემ.

ლიტერატურის კვირეული გუშინ დაიწყო, ხვალ კი აგრარულსა და თავისუფალ უნივერსიტეტებში ცნობილ თურქ მწერალსა და ნობელის პრემიის ლაურეატთან ორჰან ფამუქთან გაიმართება შეხვედრა.

,,ძალიან კარგი შეგრძნებაა, რომ ამ კვირეულში მონაწილეობას იღებენ ფამუქი და ანა კორძაია-სამადაშვილი" - აღნიშნა ანა კორძაია-სამადაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary