შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ღია კარის დღე გაიმართა
11 მარტი, 2014
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ ღია კარის დღე გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მაგისტრობის კანდიდატებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.


შეხვედრას სამაგისტრო ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე წერეთელი უძღვებოდა კოლეგებთან ერთად. საერთო სამაგისტრო გამოცდები, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში ჩატარდება. გამოცდები ორ ეტაპად იქნება დაყოფილი: პირველი, უშუალოდ, საერთო სამაგისტრო გამოცდა იქნება, რომელზეც naec.ge იღებს პასუხისმგებლობას, მეორე ეტაპი კი - გამოცდა სპეციალობაში, რაც უმაღლესი სასწავლებლის კომპეტენციას წარმოადგენს. საერთო სამაგისტრო გამოცდა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველ დღეს აპლიკანტებს მოუწევთ, იმუშაონ წაკითხულის გააზრებასა და ანალიზზე, მეორე დღე კი ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობას დაეთმობა. ამ ოთხი კომპონენტიდან მაგისტრობის კანდიდატს მინიმუმ 3 მათგანში მოეთხოვება მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, ხოლო სპეციალობაში გამოცდისათვის ბარიერების დაწესება უმაღლესი სასწავლებლების პრეროგატივაა.

რეგისტრაციის ტექნიკური საკითხების შესახებ რამაზ ლიპარტელიანმა აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ივანე წერეთელმა გვითხრა, წლევანდელ საერთო სამაგისტრო გამოცდების ცვლილება იმაში მდგომარეობს, რომ აპლიკანტებს აღარ ექნებათ საშუალება, მიიღონ ტესტები რუსულ ენაზე, თუმცა, ეს არ ზღუდავს მათ რუსულად წერაში. აგრეთვე, თუ ადრე შესაძლებელი იყო ქულების შენახვა, წელს ასე აღარ იქნება, რადგან საქართველოს პარლამენტმა გააუქმა წინა წლის შედეგები.


რეგისტრაცია 21 მარტს დასრულდება. 

საერთო სამაგისტრო გამოცდები საქართველოში 2009 წლიდან ტარდება. გამოცდების საფუძველზე ხდება არამარტო უმაღლესი სასწავლებლების საგრანტო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა, არამედ სახელმწიფო გრანტის გადანაწილებაც.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary