გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია
11 მარტი, 2014
                          გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) საჯარო ლექცია გამართა თემაზე - "მაკროეკონომიკური რეცეპტები".


ლექციას გაუძღვა თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და ინტელექტუალური შოუს "რა? სად? როდის?" მაგისტრი და მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ბაქრაძე.

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სოფიო გუჯაბიძემ აღნიშნა: "თსუ-ს საერთაშორისო სკოლამ დაიწყო ახალი ინიციატივა - უფასო ლექციები ეკონომიკის თემაზე. ყველა შეიძლება, ვერ გახდეს პროფესიონალი ეკონომისტი, მაგრამ ეკონომიკის ცოტაოდენი ცოდნა ყველასთვის სასარგებლოა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამაში ჩვენ გვეხმარება ბატონი გიორგი ბაქრაძე, რომელიც მზადაა ჩაატაროს უფასო ლექციები".

გიორგი ბაქრაძემ დასაწყისში ისაუბრა მაკროეკონომიკის ისტორიაზე, მაკროეკონომიკის თემებზე: დროითი პერსპექტივები; გრძელვადიანი ზრდა; მოკლევადიანი რყევა; რას სწავლობს მაკროეკონომიკა?

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ავსტრალიურ ბიზნესციკლზე და მათ პრობლემებზე, ჯონ მეინარდ კეინსის თეორიებზე, ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და მათ აღმოფხვრაზე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას: ,,შემდეგი ღონისძიება იგეგმება 25 მარტს, თემატიკა ჯერჯერობით უცნობია".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary