თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მე-6 სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია სექციებად იყო დაყოფილი.
ტურიზმისა და მენეჯმენტის სექციაზე დასწრება თავისუფალი იყო. როგორც მენეჯმენტის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა სალომე კალანდაძემ განაცხადა, სესია ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი გამოვიდა.
დაინტერესებული საზოგადოების ნაკლებობას არ უჩიოდა თეატრის სექციაც, რომლის თავმჯდომარე იყო თამარ ბოკუჩავა. განსახილველად გამოიყო რამდენიმე სფერო: ქართული თეატრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური მნიშვნელობა, სცენის რეფორმატორთა როლი რეალობის კონსტრუირების საკითხისთვის და სხვა.
თეატრის სექცია დაკომპლექტებული იყო მოქმედი და მომავალი თეატრმცოდნეებისაგან. სტუდენტთა უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდებოდა სეესიის დაწყებას.