კარლ პოპერის ფორმატის დებატები
12 მარტი, 2014
კარლ პოპერის ფორმატის დებატები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს უნივერსიტეტში კარლ პოპერის ფორმატის დებატების პირველი ტური გაიმართა.


მონაწილე რვა გუნდი ერთმანეთს ნახევარფინალსა და ფინალში მოსახვედრად დაუპირისპირდა. 

დებატები "ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის" ორგანიზებითა და "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის" პარტნიორობით ჩატარდა. მასში სამკაციანი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ერთმანეთს ოპონირებას უწევდნენ პოლიტიკური და არაპოლიტიკური ხასიათის აქტუალურ თემებზე.

"ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდებში დებატების კულტურის ამაღლება, ლოგიკური აზროვნების დახვეწა და არგუმენტირებული მსჯელობის ჩამოყალიბება" - განაცხადა "ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის" საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ლიდერმა ლიკა ბაკურაძემ. 

"ამ პროექტისგან ველი ახალი გამოცდილების მიღებას, ჩემი უნარ-ჩვევების დახვეწასა და, რა თქმა უნდა, გამარჯვებას" - აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა ლადო ბიწაძემ. 

თავისი ოპონენტები საკმაოდ ძლიერ გუნდად შეაფასა და დიდი სიხარული გამოხატა გამარჯვების გამო ერთ-ერთი ნახევარფინალისტი ჯგუფის წევრმა სალომე ლეკიშვილმა. 

ხვალ გაიმართება ნახევარფინალური და ფინალური დებატები და გამოვლინდება გამარჯვებული. გამარჯვებული მოდებატე დაჯილდოვდება ელექტრონული მკითხველით "ქინდლი" და ასევე სხვა მონაწილეებსაც ელით ბევრი საინტერესო პრიზი. 

კონკურსანტები 10 მარტს შესარჩევ კონკურსზე შეირჩნენ, რომელიც ტესტური სახით ჩატარდა. მონაწილეებს გადაეცათ სააზროვნო კითხვები, რის მიხედვითაც გამოვლინდნენ კონკურსანტები. 10 მარტს ასევე ჩატარდა საორიენტაციო დღე, სადაც მონაწილეები გაეცვნენ დებატების წესებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary