ლევან ბერძენიშვილის ლექცია გოეთეს ინსტიტუტში
12 მარტი, 2014
 ლევან ბერძენიშვილის ლექცია გოეთეს ინსტიტუტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
რადიო "შოკოლადმა" და "ჯეოსელმა" გადაცემა "წიგნების" მსმენელები და არა მარტო ისინი, გერმანულ ლიტერატურაზე სასაუბროდ მიიწვია გოეთეს ინსტიტუტში.

შეხვედრას გადაცემის ავტორი და წამყვანი ლევან ბერძენიშვილი გაუძღვა.

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" უკვე მეორე წელია, რაც ყოველ ხუთშაბათს 18 საათზე რადიო "შოკოლადის" ეთერშია.

მსმენელებთან შეხვედრის მიზანი მხატვრული ცნობიერების ამაღლება და უფრო მეტი ადამიანის წიგნებთან დამეგობრებაა, რომელიც მიიღწევა ცალკეული წიგნების ანალიზის საფუძველზე. მსმენელებთან შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ რადიო ,,შოკოლადი" და ,,ჯეოსელი". ,,მსგავსი შეხვედრა იქნება უფრო ინტენსიური, მთელი საქართველოს მასშტაბით მოვივლით სხვადასხვა რეგიონს და შევხვდებით რეგიონულ წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებს და უყვარს, ზოგადად, წიგნები. ასევე ვგეგმავთ თანამშრომლობას სხვადასხვა უნივერსიტეტთან" - აღნიშნა "ჯეოსელის" წარმომადგენელმა თამარ როდონაიამ.

მკითხველთან შეხვედრა ორი ნაწილისაგან შედგებოდა. პირველი ნაწილი დაეთმო ლექციას, ხოლო მეორე ნაწილი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პირველი ნაწილი შედგებოდა სამი შესავლისაგან. პირველ შესავალში ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა მკითხველთა თავისებურებებზე. ,,ჩვენ, მკითხველები, არ ვართ მსმენელები, ჩვენ ვართ შემსრულებლები, ის ადამიანები, რომლებიც მწერალთან ერთად ვქმნით წიგნებს". მეორე შესავალში საუბარი იყო გერმანელი ხალხის სტერეოტიპზე, რომელიც ელიას კანეტს უკავშირდება. ,,ერთი გერმანელი არის ხე, მრავალი გერმანელი - ტყე" - აღნიშნა მომხსენებელმა. მესამე შესავალში ისაუბრა იმ 10 გერმანულ წიგნზე, რომელიც 2002 წელს ნორვეგიელების მიერ მსოფლიოს 66 მწერლის 100 საუკეთესო წიგნში მოხვდნენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary