მან-სან-კანი ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში
12 მარტი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ,,მხიარულთა და საზრიანთა კლუბის" თამაში.

თამაშში მონაწილეობდა 5 გუნდი ( "ასეული", "ჰიპოკრიატივი", "ნალინი", "ვერდუგო" და "მეზობლები რას იტყვიან").

საუკეთესო მოთამაშედ დავით ფურცხვანიძე (გუნდი "ჰიპოკრიატივი") და გამარჯვებული გუნდად ,,ნალინი" დაასახელა ჟიურიმ, რომელიც 6 წევრისაგან შედგებოდა (სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ირაკლი ჯიშკარიანი, უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის უფროსი კახაბერ კუპატაძე, იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე რამაზ კილასონია, ვეტერანი მანსანკანელი ზაალ კუხიანიძე, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და თემურ ცამციშვილი).

მსგავსი ღონისძიება უკვე ორი წელია ტარდება. 

,,ბუნებრივია, ძალიან გახარებული ვარ შედეგით. მადლობას ვუხდი სტუდენტურ თვითმმართველობასა და ჟიურის შრომის დაფასებისათვის. ყველა მან-სან-კანელს კი ვუსურვებ წარმატებებს" - განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary