კახი და ირაკლი კავსაძეები ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ
12 ივნისი, 2013
კახი და ირაკლი კავსაძეები ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქართულმა უნივერსიტეტმა კახი და ირაკლი კავსაძეებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ უმცროსი კავსაძის მოღვაწეობა და შემოქმედება.
ირაკლი კავსაძე უკვე 12 წელია, რაც ვაშინგტონში ცხოვრობს და მოღვაწეობს. შეხვედრა გაიხსნა ირაკლი კავსაძის სპექტაკლის ,,ქარიშხალი" ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტების ჩვენებით. ამის შემდეგ ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცა ენახა ფრაგმენტები სპეკტაკლიდან ,,სტუმარ-მასპინძელი", სადაც მთავარ როლებში მამა-შვილი თამაშობს. "სინეტიკის თეატრი" უსიტყვოდ დგამს შექსპირს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმოდგენა არის ,,ჰამლეტი". როგორც ირაკლი კავსაძე აღნიშნავს ,,Body language” უფრო მეტად მეტყველია და მას შეუძლია კომპიუტერთან მიჯაჭვული ახალგაზრდობის თეატრში მიყვანა . "ტინეიჯერებს უყვართ ვირტუალური სამყაროს ცოცხლად დანახვა"-განაცხადა მან.

აქტიური იყო დარბაზი, საინტერესო დიალოგი წარიმართა სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის. მსახიობმა პირად გამოცდილებასა და ამერიკაში ცხოვრების სირთულეებზე ისაუბრა.

"პირველი ნაბიჯების გადადგმა ისეთივე რთულია, როგორც პატარისათვის ფეხის ადგმა. მე შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი , რომ ის გვერდში მედგა"-ამ სიტყვებით შეაფასა მამასთან ურთიერთობა ირაკლი კავსაძემ.

დასასრულ, სტუდენტებს საშუალება მიეცათ პირადად გასაუბრებოდნენ მამა-შვილს და მათთან ფოტოები გადაეღოთ.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary