სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შეხვედრა პარტნიორებთან
14 მარტი, 2014
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შეხვედრა პარტნიორებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,პარტნიორთა შეხვედრა: კომუნიკაციისა და თანამშრობლობის განითარება" - ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელსაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა.

შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, საერთაშორისო დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას. შეხვედრაზე წარმოადგინეს სამინისტროს მიერ 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია. ასევე ისაუბრეს პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმის ჩამოყალიბების შესახებ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა შეხვედრას ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა: ,,სამინისტროს ურთიერთობა აქვს ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ეს შეხვედრა იმაში დაგვეხმარება, რომ უფრო კოორდინირებული იყოს ჩვენი ურთიერთობები".

მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ პრეზენტაციების დაწყებამდე ისაუბრა ქართული სპორტის ისტორიასა და ქართველ სპორტსმენთა წარმატებაზე სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებსა თუ ოლიმპიადში: "მივიჩნიე, რომ მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ შეხვედრაზე ასევე აღგვენიშნა, თუ საით და როგორ მივდივართ სპორტის კუთხით, ვგულისხმობ ევროპულ ორიენტაციას".

შეხვედრის ოფიციალური ნაწილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა სოფო დევნოსაძემ დახურა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary