„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია
14 მარტი, 2014
„ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თსუ-ს ახალგაზრდა მეცნიერთა და დოქტორანტთა ასოციაციის ორგანიზებით "ვეფხისტყაოსნის" თანამედროვე საგამომცემლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრაზე 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარებული პროექტის "ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ "ვეფხისტყაოსანს" პრეზენტაციაგაიხსენეს.
პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებმა ბავშვებმა "ვეფხისტყაოსნის" სიუჟეტის მიხედვით შექმნეს ილუსტრაციები და წაიკითხეს პოემის ცალკეული სტროფები, რომლის ჩანაწერიც გაკეთდა. ამ მასალის მიხედვით შეიქმნა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი "ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე ნაწილი. მასალის შეგროვება გრძელდება. 
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, "ვეფხისტყაოსნის" მათ მიერ წაკითხული სტროფები და ამ მასალაზე შექმნილი ცხრაწუთიანი ანიმაციური ფილმი "ვეფხისტყაოსანი". 
პროექტის მიზანია მოზარდებში "ვეფხისტყაოსნისადმი" ინტერესის გაღვივება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary