მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შეხვედრა ახალგაზრდებთან
12 ივნისი, 2013
მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის შეხვედრა ახალგაზრდებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მარტივი გზა სახელმწიფო და კერძო ქონების შესაძენად - ამ თემაზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.
პრეზენტაციის მიზანს სტუდენტებისთვის მომსახურების სააგენტოს მუშაობის, მიმდინარე ინოვაციებისა და უნივერსალური ქართული პორტალის „eAuction.ge“ გაცნობა იყო. გამარტივებული და გამჭვირვალე პროცედურები, მომხმარებელზე ორიენტირებული ფასები, ქონების ფართო არჩევანი, სახლში მიტანის სერვისი, განვადება - ეს იმ პირობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სააგენტო თავის მომხმარებლებს შესთავაზებს. თვადაპირველად მომსხენებელმა მსმენელს სააგენტოს დაარსების ისტორია გააცნო. როგორც პრეზენტატორმა აღნიშნა, ამ სერვისის გამოყენების შედეგად შესაძლებებლი იქნება არაკანონიერი რისკების, ბიუროკრატიული პროცედურებისა და ინფორმაციის მხოლოდ გაზეთებიდან გაცნობის პრობლემები.
როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, მათ ამ ღონისძიებით მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება სურდათ მოსული სტუმრებისთვის, თუ რას წარმოადგენს სააგენტო, რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს მას და ა.შ.
,,ეს ვებგვერდი არის ინოვაციური, რომელიც მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურების გავლის საშუალებას მისცემს მომხმარებლებს. ჩვენი სააგენტო 2010 წლიდან არსებობს. საჯარო აუქციონი ელექტრონულით 2010 წელს შეიცვალა. დღეს ვებ-გვერდის სტუმართა რაოდენობა დღეში 8000-ს შეადგენს, ხოლო დარეგისტრირებულთა რაოდენობა - 32 000-ს, მათ შორის არიან, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები" - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგის უფროსის მოადგილე ეკა ხარატიშვილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სტუდენტები და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გაიმართა იმიტირებული აუქციონი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary