სტუდენტური აქცია "გადავარჩინოთ საყდრისი! არა ხუდონჰესს! სოლიდარობა მუშებს! დაიცავი ვაკის პარკი!"
15 მარტი, 2014
გალერეა
სტუდენტური აქცია "გადავარჩინოთ საყდრისი! არა ხუდონჰესს! სოლიდარობა მუშებს! დაიცავი ვაკის პარკი!" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„გადავარჩინოთ საყდრისი“, „არა ხუდონჰესს“, „სოლიდარობა მუშებს“, „დაიცავი ვაკის პარკი“ - დღეს ამ ლოზუნგებით გაიმართა აქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ სტუდენტური მოძრაობა „წვანე მუშტის“ ორგანიზებით.

აქციის მიზანი იყო სტუდენტებს გამოეხატათ პროტესტი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ.

აღნიშნულ აქციაში სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ: ჯგუფი „Loudspeakers“, შოთა ადამაშვილი, “მასკულტურა“, “Clockwork Smile“ და ლექსო რატიანი.

3 თვეა, რაც „მწვანე მუშტი“ აწარმოებს აქციებს სხვადასხვა მოთხოვნით, ემსახურება ეკოლოგიური უსაფრთხოების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

როგორც აქციის ერთთ-ერთი ორგანიზატორი ლევან ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „ბევრი ადამიანი ცდილობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას არა მარტო სვანეთში, არამედ სხვა რეგიონებშიც, მოგეხსენებათ, საქართველოში არსებობს ისეთი აბსოლუტური ბოროტების წარმომადგენელი ორგანიზაცია „RMG“, რომლის დამფუძნებლების შესახებ არ ვიცით ვინ არიან, მაგრამ სამაგიეროდ ვიმკით იმ შედეგებს, რასაც ეს ორგანიზაცია გვაძლევს“.

„ჩვენი დღევანდელი საღამო მიეძღვნა იმ პრობლემების გაშუქებას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება და კიდევ უფრო ჩაებმევა საზოგადოება ამ საკითხის გადაწყვეტაში. ხუდონჰესის პროექტი არის დამღუპველი სვანეთის მოსახლეობისა და საქართველოსთვის. კაზრეთში „საყდრისის“ ოქროს მაღაროს განადგურება უმძიმეს შედეგს მოგვიტანს. მოსახლეობას, რომელსაც, გვინდა რომ კულტურულ გარემოში ვიცხოვროთ არ უნდა დავუშვათ მსგავსი ქმედებები. ასევე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დააზიანებს ქალაქში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ ზონას. ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას მივაწვდენთ ხმას” -აღნიშნა სტუდენტური მოძრაობის „მწვანე მუშტის“ წევრმა სალომე ჭანტურიძემ.

კომენტარი გააკეთა მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა და საზოგადოებას მოუწოდა აქტიურობისაკენ: „მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გვეკითხებიან არაფერს, ანადგურებენ გარემოს. ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოება მიძინებულია“ -აღნიშნა მუსიკოსმა.


ფოტო თემურ გუგუშვილი

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary