კლასიკური მუსიკის კონცერტი ილიაუნიში
15 მარტი, 2014
კლასიკური მუსიკის კონცერტი ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. მონაწილეობა მარიკა მამნიაშვილმა, ტატიანა პოლიკარპოვამ და ლუარა ქართველიშვილმა მიიღეს, რომლებმაც მეორად პროფესიად მუსიკა აირჩიეს.

ერთსაათიანი კონცერტი პოლონელი კომპოზიტორის ფრედერიკ შოპენის დაბადების დღეს მიეძღვნა და პროგრამა ძირითადად მისი ნაწარმოებებით იყო დატვირთული. „შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებები შევასრულე, მართალია ჩემი თავით არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი, მაგრამ დღევანდელ გამოსვლას დადებითად შევაფასებ“- აღნიშნა მონაწილე მარიკა მამნიაშვილმა.

კონცერტს მონაწილეთა პედაგოგი, პროფესორი ნინა მამრაძე დაესწრო, სტუდენტების შესრულებით ის კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა: „თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ სტუდენტებისთვის მუსიკა მეორადი ფაკულტეტია, სულ რამდენიმე წელია, რაც ფორტეპიანოზე უკრავენ და, მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგად ართმევენ თავს“. მისი თქმით, წლის ბოლოს კიდევ იგეგმება მსგავსი ტიპის კონცერტი სტუდენტების შესრულებით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary