ერთსაათიანი კონცერტი პოლონელი კომპოზიტორის ფრედერიკ შოპენის დაბადების დღეს მიეძღვნა და პროგრამა ძირითადად მისი ნაწარმოებებით იყო დატვირთული. „შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებები შევასრულე, მართალია ჩემი თავით არასდროს ვარ ბოლომდე კმაყოფილი, მაგრამ დღევანდელ გამოსვლას დადებითად შევაფასებ“- აღნიშნა მონაწილე მარიკა მამნიაშვილმა.
კონცერტს მონაწილეთა პედაგოგი, პროფესორი ნინა მამრაძე დაესწრო, სტუდენტების შესრულებით ის კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა: „თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ სტუდენტებისთვის მუსიკა მეორადი ფაკულტეტია, სულ რამდენიმე წელია, რაც ფორტეპიანოზე უკრავენ და, მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგად ართმევენ თავს“. მისი თქმით, წლის ბოლოს კიდევ იგეგმება მსგავსი ტიპის კონცერტი სტუდენტების შესრულებით.