„ქუჩის მუსიკოსები“ - მუსიკალური საღამო თსუ-ში
17 მარტი, 2014
„ქუჩის მუსიკოსები“ - მუსიკალური საღამო თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება "ქუჩის მუსიკოსები" ჩატარდა.


აღნიშნული პროექტის ორგანიზატორები ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იყვნენ. წამყვანმა ელენე კოღუაშვილმა გვითხრა: "აქ წარდგენილი და მოწვეული ყველა სტუმარი არაჩვეულებრივად მღეროდა და ვფიქრობ, კარგი საღამო შედგა. მსგავსი პროექტის წამყვანი პირველად ვარ და ვისურვებდი მსგავსი საღამო ხშირად ჩატარდეს, რადგან მუსიკა საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალურია".

საღამოზე წარმოდგენილი იყო იმ ახალგაზრდა მომღერლების შემოქმედება, რომლებმაც თავიანთი მუსიკალური კარიერა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაიწყეს და დღეისათვის საკმოდ წარმატებული მუსიკოსები არიან. მასში მონაწილეობდნენ: ლუკა მეტრეველი, შოთა ადამაშვილი, ოთო ბერიძე, გიო ლობჟანიძე, სანდრო ტუღუში, გიორგი გორელიშვილი, გიორგი ამბარდნიშვილი, მარიამ ფუტკარაძე და გივი ჩიტაძე საკუთარ ჯგუფთან ერთად "ფრეე". ერთ-ერთმა მონაწილემ სანდრო ტუღუშმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: "ასეთ პროექტებში მონაწილეობას საკმაოდ იშვიათად ვიღებ. ეს მესამე თუ მეოთხე ღონისძიებაა. ადრე ვმონაწილეობდი საქველმოქმედო კონცერტებში. დღევანდელი საღამოთი ძალიან ვისიამოვნე. კარგი ადამიანები გამოდიოდნენ და მეტიც, აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობარი ძალიან კარგად მღეროდა. სამომავლოდ შევეცდები მსგავს პროექტებში ხშირად მივიღო მონაწილეობა".

ღონისძიებამ სტუდენტებში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მათი რაოდენობა მეტყველებდა. საღამოს არა მარტო თსუ-ს, არამედ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც ესწრებოდნენ. "ჩვენ ხშირად ვაწყობთ მსგავს ღონისძიებებს. ეს იყო გაზაფხულის სემესტრში პირველი ღონისძიება და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული. სტუდენტების აქტიურობამ სტიმული მოგვცა იმისათვის, რომ ვაკეთოთ ასეთი პროექტები და შევუქმნათ მათ საინტერესო სტუდენტური ცხოვრება" - განაცხადა საღამოს ორგანიზატორმა ანა თევზაძემ.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary