საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან
18 მარტი, 2014
  საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ერთად დავიცვათ აგრარული უნივერსიტეტი!!!" - ამ ლოზუნგით დღეს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები კახა ბენდუქიძის პროკურატურაში დაბარებას აპროტესტებდნენ. პროკურატურაში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მოწმის სახით დაიბარეს. საქმე ეხება აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას.

,,სამართლებრივი შინაარსი ამას არ აქვს, მე შემრცხვა, რომ ასეთი დაბალი დონის დასკვნა იყო მომზადებული პროკურატურაში" - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბენდუქიძის დაკითხვა 11 საათზე დაიწყო, გამოძიების შეკითხვებს მასთან ერთად განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც პასუხობდა.

,,კახა ბენდუქიძეს რომ დაენგრია აგრარული უნივერსიტეტი, კორპუსები აეშენებინა და გაეყიდა, მაშინ მე დავეთანხმებოდი პროკურატურას" - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

აქციაზე სტუდენტებთან ერთად სხვა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომელთაც შეიტყვეს მომხდარის შესახებ და გადაწყვიტეს, მხარი დაეჭირათ უნივერსიტეტისათვის. ,,ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, ძალიან არ მომწონს რაც ხდება და სწორედ ამიტომ ვარ აქ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა თამარ ქუთათელაძემ.

,,საოლიდარობას ვუცხადებ და მხარს ვუჭერ კახა ბენდუქიძეს" - აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით ცირამუამ.

აღსაიშნავია, რომ შარშან მარტში აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა, თუმცა, შემდეგ ისევ აღუდგინეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary