ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა პრეზენტაცია თბილისის მე-4 საჯარო სკოლაში ჩაატარეს.
პრეზენტაციის მიზანი იყო, უფროსკლასელთათვის, როგორც მომავალ აბიტურიენტთათვის, მიეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია მათთვის სასურველი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ.
უფროსკლასელებმა მიიღეს აგრეთვე ინფორმაცია ვებჟურნალ" თავისუფალ ასოციაციაში" სტაჟირების შესახებ.
მე-4 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის მარი ბეკურაშვილის თქმით: "ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე და მივიჩნევ, რომ ასეთი პრეზენტაციები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რათა უფრო უკეთესად გავერკვეთ, თუ როგორი სწავლება, რა პირობები დაგვხვდება უმაღლეს სასწავლებლებში. ამ პრეზენტაციის შემდეგ უფრო უკეთესად გავერკვიე რაღაც საკითხებში, ზოგადად, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა მოსწავლეს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება".
ჩატარებული პრეზენტაციის დადებით მხარეებზე ისაუბრა ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ მათე ბუბაშვილმაც: "საინტერესო შეხვედრა იყო და მართლაც საჭირო ინფორმაცია მივიღე უმაღლეს სასწავლებლების შესახებ. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად დაგვეხმარება არჩევანის გაკეთებაში. ამ შეხვედრაზე იყო ის ინფორმაცია წარმოდგენილი, რაც, რეალურად, შეიძლება ვერ მოვიპოვოთ - თვითონ აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ხელმისაწვდომობა იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მივიდნენ და ჩვეულებრივ, ერთი დღე გაატარონ იქ და ამ გზით მათთვის სასარგებლო ინფორმაცია მოიპოვონ".

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლის მარიამ ჯავახიშვილის განცხადებით: "ეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში რიგით მესამე პრეზენტაცია იყო. "თავისუფალი ასოციაცია" ერთ წელზე მეტია უნივერსიტეტებზე მონიტორინგს ახორციელებს, მონიტორინგის შედეგები მოსწავლეებს გავაცანით და ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს ვებჟურნალში სტაჟირების შესახებ. ვფიქრობ, დღეს მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს გარკვეულწილად დაეხმარება, უფრო მეტად დაინტერესდნენ, რა ხდება უნივერსიტეტებში და ამ ინფორმაციამ შესაძლოა, რომ მათ მომავალი პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევა გაუადვილოს".