,,განაგრძე წინსვლა“ - სესხი სტუდენტებისთვის
18 მარტი, 2014
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის" პრეზენტაცია გაიმართა სლოგანით - ,,განაგრძე წინსვლა".


საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 24 ფილიალი, რომლის სათაო ოფისი ქუთაისში მდებარეობს. რეგიონებში იგეგმება დამატებითი ფილიალების გახსნა.

მათ ისაუბრეს 2-თვიან სტაჟირების კურსებზე: ,,კრისტალის საზაფხულო სკოლაზე". გასულ წელს ამ პროექტით მათ აიყვანეს 19 სტუდენტი. ჯამში კი, თანამშრომელთა 10% არის სტუდენტი. ისინი ეხმარებიან დამწყები ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მათ აქვთ სესხები ნებისმიერი საჭიროებისათვის, სადაც შედის ,,სასწავლო ანუ სტუდენტური სესხი", რომელიც გაიცემა კერძო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, გზავნილების, პენსიისა და ოჯახის სააერთო შემოსავლების გათვალისწინებით.

სესხის მოცულობაა 200-დან – 2000 ლარამდე, რომლის დაფარვა შესაძლებელია თვეში 100 ლარიდან, მაქსიმალური ვადა 12თვეა. მის გასააქტიურებლად სტუდენტს ესაჭიროება უნივერსიტეტიდან ცნობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
,,დღეს მოგეხსენებათ ბევრ სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული. ჩვენი ახალი პროდუქტი სწორედ ამ კუთხითაა მოწოდებული. ვთავაზობთ მარტივ და სწრაფ გზებს. ვართ სწრაფად მზარდი კომპანია, ამ სფეროში ქვეყანაში მეორე ადგილი გვიჭირავს. ვფიქრობ, ხელს შევუწყობთ სწავლის განვითარებას" – აღნიშნა პრეზენტატორმა აკაკი კაკუშაძემ.

,,კარგი შემოთავაზებაა. მართალია, ვსწავლობ უფასოზე (ეკონომიკის სპეციალობა), მაგრამ მეგობრების ინფორმირებისათვის, რომელთაც ფინასური პრობლემები აქვთ, საინტერესოა. სესხის ერთ–ერთი უპირატესობა არის ის, რომ თანხა ირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე" – განაცხადა სტუდენტმა ნინო კაშიამ.

პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტებსა და ორგანიზაციას შორის გაიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary