შეხვედრა კოტე სურგულაძესთან
18 მარტი, 2014
შეხვედრა  კოტე სურგულაძესთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საჯარო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძესთან.

შეხვედრის თემა იყო - განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. 

დასაწყისში მინისტრმა ისაუბრა დიასპორის გამომწვევ მიზეზებზე: იძულებით და ნებაყოფილებით ემიგრაციაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა ფერეიდნელ ქართველებზე, რომლებმაც 4 საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნეს ქართული ენა.

მისი თქმით, ,,ქართველი რომ სრულფასოვანი ქართველი იყოს, ის ქართულად უნდა მეტყველებდეს". სტუდენტებს გააცნო ის პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა ან სამომავლოდ იგეგმება დიასპორაში მყოფი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
შეხვედრაზე საუბარი იყო ლეგალური სტატუსის არმქონე მიგრანტების პრობლემებსა და ამ პრობლემების აღმოფხვრაზე; ტრეფიკინგსა და იძულებითი შრომაზე; ჯანმრთელობის დაცვაზე; დაზღვევაზე; მზარდ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე.

,,ლეგალური სტატუსის არმქონე მიგრანტებს უნდა დავანახოთ ეს პრობლემები და მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ თავიანთი სურვილით დაბრუნდნენ სამშობლოში. ჩვენი მიზანია, საქართველოში შევქმნათ ისეთი ნიადაგი, რომ დიასპორიდან ჩამოსულ ადამიანს უკან დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდეს".

კოტე სურგულაძემ დასასრულს ისაუბრა საქართველოს დემოგრაფიის პრობლემებზე, რომ ასეთ მცირერიცხოვან ერს არ გვაქვს უფლება ქართველთა ის ნაწილი დავკარგოთ, რომლებიც დიასპორაში იმყოფებიან.

საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, სასურველ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღო.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary