126-ე სკოლაში ვებჟურნალ „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა
18 მარტი, 2014
126-ე სკოლაში ვებჟურნალ „თავისუფალი ასოციაციის“ პრეზენტაცია გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქალაქ თბილისის 126-ე სკოლაში ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციის" წარმომადგენლებმა უფროსკლასელთათვის პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა პრობლემები არსებობს სხადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პირველკურსელი სტუდენტი და რა გამოწვევა ელის მას. გარდა ამისა, მათ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ვებჟურნალ "თავისუფალი ასოციაციაციის", 3-თვიანი სტაჟირებისა და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის შესახებ, დამწყებ ჟურნალისტებს კი თანამშრომლობა შესთავაზეს. მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები აღმოჩნდნენ და ამიტომ პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

"მივიღე გარკვეული ინფორმაცია იმ უნივერსიტეტის შესახებ, სადაც მინდა, ჩავაბარო, ვისურვებდი, რომ მსგავსი ინფორმაციულად დატვირთული შეხვედრა კვლავ გაიმართოს, რადგან ჩემი მომავალი სწორად დავგეგმო" - აღნიშნა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დეა ბაღათურიამ. 

"შეხვედრა ნამდვილად ინფორმაციული იყო და თუ აქამდე არ შემეძლო დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი, სად რა პრობლემას შეიძლება წავწყდომოდი, თქვენი დახმარებით ეს ბარიერი მოიხსნა" - თქვა მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ გიორგი ჭანტურიამ. 

"სკოლაში ამ ბოლო დროს კვირაში ორჯერ მაინც მოდიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები თავისი უნივერსიტეტის პრეზენტაციისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ არის ორგანიზაცია, რომელიც ამ უნივერსიტეტების ჩრდილოვან მხარესაც გააცნობს მოსწავლეებს" - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ ქეთევან აბულაძემ. 

"თავისუფალი ასოციაციის" ჟურნალისტის ნინო ქეთელაურის თქმით, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა, რაც მოსწავლეების აქტიურობაზეც აისახა. მისი თქმით, პრეზენტაციები კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა სკოლაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary