ლანა ღოღობერიძე თეატრალურში სტუდენტებს შეხვდა
18 მარტი, 2014
ლანა ღოღობერიძე თეატრალურში სტუდენტებს შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ლანა ღოღობერიძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სტუდენტებს შეხვდა.


შეხვედრის ფარგლებში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი "ნაღვლისფერი სიხარულის ქრონიკა", რომლის ავტორი, რეჟისორი და მთხრობელი ლანა ღოღობერიძეა. 

როგორც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბის აქტიური წევრი და დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორი სტუდენტი ვახო ჯაჯანიძე ამბობს: "ჩვენი კლუბი დიდი ხანია აქტიურად ახორციელებს მსგავს ღონისძიებებს, ყოველკვირეულად ვმართავთ ფილმის ჩვენებას, ვიწვევთ ხელოვან და კინომცოდნე ადამიანებს და მათთან ერთად ვაწყობთ დისკუსიებს, ასევე ვეცნობით მათ გამოცდილებას, რაც სტუდენტებს ერთიორად უღრმავებს წარმოდგენას თავიანთი პროფესიის შესახებ. დღეს კი გადავწყვიტეთ, მოგვეწვია ლანა ღოღობერიძე, რომელიც უნიჭიერესი ადამიანი და უამრავი ფილმის ავტორი, რეჟისორი და მთხრობელი გახლავთ. მგონია, რომ მისი ეს ფილმი ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებს ახალგაზრდებში". 

ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი ლელა კანკაძე კი აღნიშნავს, რომ: "აღფრთოვანეული ვარ ამ ადამიანის ნიჭიერებით, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ შევხვედრივარ, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესო, სასარგებლო და საინტერესო რჩევებს ვიღებ მისგან. არ შეიძლება, არ დაგაინტერესოთ მისმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში წავიკითხე წიგნი "რაც მაგონდება და როგორც მაგონდება" მისივე ავტორობით, რომელმაც ჩემი ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ანალოგიური ემოციები დამეუფლა ამ ფილმის ნახვის შემდეგაც".

როგორც ლანა ღოღობერიძე აცხადებს: "პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოწვევისათვის, სტუდენტებს მობრძანებისა და დაინტერესებისათვის. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან კინოხელოვნებით, თეატრით. ყოველთვის მზად ვარ, სიამოვნებით ვუპასუხო მათ კითხვებს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary