ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამარჯვებული ახალგაზრდა კალიგრაფები გამოავლინა
18 მარტი, 2014
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამარჯვებული ახალგაზრდა კალიგრაფები გამოავლინა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
„პროკრედიტ ბანკმა“ კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა.

ღონისძიებას უძღვებოდნენ მსახიობი დუტა სხირტლაძე და ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, ასევე თბილისის მერიის წარმომადგენელი ზურა გაჩეჩილაძე, სხვადასხვა გამომცემლობის ხელმძღვანელები, უნივერსიტეტის რექტორები და ა.შ.

1200 მონაწილიდან 198 წარმატებული ფინალისტი შეარჩიეს, რომელთაგან 96 რჩეული გამოავლინეს და დააჯილდოვეს სამახსოვრო სიგელებითა და სხვადასხვა პრიზით.

პროექტს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა და ყველა მათგანმა და ამ საქმით დაინტერესებულმა კომპანიებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მათ რჩეულ მონაწილეებს. ეს არიან: უნივერსიტეტები, ბიზნესკომპანიები, სამინისტროები, საპატრიარქო, ტელევიზიები, ბანკები, სხვადასხვა გამომცემლობა, ეროვნული ბიბლიოთეკა, ღვინის და წყლის კომპანიები და ა.შ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ბუბა კუდავამ ისაუბრა კონკურსის შესახებ და შეაჯამა რიგით მეოთხე დაჯილდოება: ,,მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერი ასაკის მონაწილეს მეშვიდე კლასიდან ნებისმიერ ზემო ასაკობრივ კატეგორიამდე, ფინალში გამარჯვებულებს შორის გვყავს ქვემო ასაკობრივ კატეგორიაში 13-14 წლის მოწაფეებიც, ხოლო ზემო ასაკობრივ კატეგორიაში 91 წლის ქალბატონიც კი, ასე რომ, არ არის შეზღუდული ასაკობრივი ზღვარი“. მისი განცხადებით, კრიტიკული ზღვარი გადალახულია, ქართული კალიგრაფია აღორძინების გზას ადგას. როგორც ბუბა კუდავამ აღნიშნა, ქართული კალიგრაფიის გამოყენება შეიძლება პრაქტიკულ სფეროში, იქნება ეს საგამომცემლო სფერო, მედიასფერო, ტურიზმი და სხვა. მუდმივი პარტნიორია განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტრო, რომელიც მუდამ გვერდში უდგას ამ პროექტს ფინანსურადაც, ასევე ადგილობრივი რესურსცენტრები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას კონკურსის შესახებ. კალიგრაფიის კონკურსს ყველაზე მეტი პარტნიორი ჰყავს, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიდან, რომლებიც აჯილდოებენ პირველ, მე-2 და მე-3 საპრიზო კატეგორიებს“.

რამდენიმე კონკურსანტი ასევე დააჯილდოვა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა, რომლის წარმომადგენელმაც სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მის რჩეულ მონაწილეებს.

მეუფე ანდრიამ და მეუფე დავითმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს საკუთარ რჩეულ ფინალისტებს, დალოცეს ისინი და უფლის წყალობა და შემწეობა უსურვეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს პირველად ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კადეტთა ლიცეუმის კურსანტებმა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

წლევანდელ კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანული და სომხური ეთნოსის წარმომადგენლები, რომლებიც ფინალშიც გავიდნენ და რჩეულებს შორისაც მოხვდნენ: ,,პირველად მივიღე მონაწილეობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონკურსში და კიდევ მივიღებ მომავალშიც“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში ამინა ჰუსეინმა.

წამყვანმა მარიკა ბაკურაძემ ისაუბრა ღონისძიების შესახებ: ,,ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის ამ ღონისძიების წაყვანა, რადგანაც ძალიან დიდ ღირებულებას ემსახურება ეს პროექტი. იყო სხვადასხვა კატეგორია: მოსწავლეები კლასების მიხედვით დაწყობილი, სტუდენტები, ხანდაზმულები, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ასევე ემიგრანტები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში, მაგრამ თავიაანთ ნამუშევრებს აგზავნიან საქართველოში, ვფიქრობ, უკმაყოფილო არავინ დარჩენილა და კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას გაარჯვებას, დიდი მადლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ასეთი ღონისძიებისათვის“.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary