სტუდენტები ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად
19 მარტი, 2014
გალერეა
სტუდენტები ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"სტუდენტები ონკოლოგიური ავადმყოფების დასახმარებლად"- ასე ჰქვია აქციას, რომელიც "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგისა" და ცენტრალური სისხლის ბანკის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

"სტუდენტთა უფლებების ლიგის" პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ გვითხრა: "ვფიქრობ, რომ სტუდენტები მსგავს აქციებში უნდა ჩაერთონ და ერთად უნდა გადავარჩინოთ სიცოცხლე. ჩვენ ამავდროულად უკვე 10 თვეზე მეტია ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, უანგაროდ ვიღებთ სისხლს და მიმაჩნია, რომ სტუდენტები დღეს ვდგავართ იმ გზაზე, რომ ჩვენი ერთობლივი ძალებით გადავარჩენთ სიცოცხლეს".

აქცია გაიმართა ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც 18 წლის ზემოთ არიან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში სისხლი მოხმარდება სასწრაფო-გადაუდებელ შემთხვევებს, როგორებიცაა: ავარია, ქირურგიული ოპერაცია და ა.შ

როგორც ერთ-ერთმა ექიმმა ეკა ავალიანმა ჩვენთან საუბარში თქვა: "მედინვესტ ჯორჯია-საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი" ხშირად ატარებს მსგავს გასვლით აქციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სისხლის ბანკისა და "სტუდენტთა უფლებების ლიგის" თანაშრომლობით იმართება ეს აქცია, რომელშიც სტუდენტთა აქტიურობა შეინიშნება, რაც ძალიან მახარებს".

12:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს, ვინც გარკვეულ კრიტერიუმებს ამაყოფილებდა, შეეძლო აქციაში ჩართვა. 

"ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც მსგავს აქციაში იღებ მონაწილეობას და იცი, რომ ამით ვიღაცას ეხმარები. უკვე მეორედ ჩავაბარე სისხლი და რამდენიმე თვის შემდეგ თუ კიდევ ჩატარდება ასეთი აქცია, კვლავ მივიღებ მონაწილეობას" - აღნიშნა აქციის მონაწილემ ირაკლი კუპრაძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary