„სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ“
19 მარტი, 2014
„სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქუთაისის უნივერსიტეტში უნივერსიტეტის თეატრალურიმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი "სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ".

დამდგმელი რეჟსორი ზაზა ლეჟავააა. სპექტაკლში მონაწილეობენ: კახა გალუმოვი, ირაკლი ყიფიანი, ლელა ხურცილავა, ლიკა სალუქვაძე, ავთანდილ ცნობილაძე, ენგული შალამბერიძე, ნათია გენძეხაძე, ბუხუტი კიკვაძე. 

"ამ სპექტაკლში მოგვიწია ჩვენზე გაცილებით უფროსი ასაკის ადამიანების თამაში, ადამიანების, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ, მათთვის ძვირფასი ადამიანებისაგან ს. ყველა ჩვენგანს გვინდოდა, გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის მათი გასაჭირი, ყოვედღიური ცხოვრება, ტკივილი. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს გუნდს და უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ახალ სპექტაკლს" - გვითხრა სპექტაკლის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ყიფიანმა.

"მართლაც რომ სპექტაკლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როგორც ვიცი, ეს ადამიანები არაპროფესიონალი მსახიობები არიან, მაგრამ თითოეულმა მათგანმა კარგად გაართვა თავი თავიანთ როლს. დასს ვუსურვებ მომავალში წარმატებებსა და წინსვლას" - აღნიშნა მაყურებელმა თეონა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსში თეატრსტუდია "მოდინახე''-ში გაიმართება მოსწავლეთა და სტუდენტთა მოყვარულთა თეატრების ფესტივალი, რომელშიც 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის უნივერსიტეტის თეატრალური დასი.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary