ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული ,,შემეცნებითი კლუბის" ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - ,,უკრაინა დღეს".
ლექცია წაიკითხა თსუ–ს პროფესორმა, ისტორიკოსმა თეიმურაზ პაპასქირმა. "მოხარული ვარ, რომ დღევანდელი ახალგაზრდები ინტერესდებიან ასეთი მწვავე საკითხებით, ვცდილობ, თქვენთვის საინტერესო ფაქტებზე გავამახვილო დღეს ყურადღება, რადგან ამ ლექციას სტუდენტების მოთხოვნით ვატარებ" - განაცხადა თეიმურაზ პაპასქირმა.
შეხვედრაზე საუბარი იყო უკრაინის ისტორიაზე, წარსულში საზღვრების ფორმირებასა და დღევანდელ ტერიტორიაზე.
პროფესორმა მიმოიხილა უკრაინის უახლესი ისტორია, რომელიც 1917 წლიდან იწყება.
ლექციას სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ისტორიკოსს საუბრის ბოლოს კითხვები დაუსვეს.
ლექცია ერთ საათს გაგრძელდა.