მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს
21 მარტი, 2014
მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს", ,,მე მინდა სრულფასოვანი ჯანდაცვა" - ამ ლოზუნგებით დღეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერი თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და მხარდაჭერის მოპოვებას.
მსვლელობა 11 საათზე რუსთაველის ძეგლიდან დაიწყო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტამდე გაგრძელდა. 

,,ეს აქცია არის მხარდაჭერა იმისა, რომ ამაღლდეს ცნობიერება ხალხში, აღარ ჩაითვალოს დაუნის სინდრომი დაავადებად" - აღნიშნა მსვლელობის მონაწილემ სოფიო ბასილაძემ.

მოქალაქეებს აქციის ფარგლებში შეეძლოთ ფერადი წინდის შეძენა და მისი უცნაურ აქსესუარად გამოყენება.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა ,,უთვალავი წინდის" ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ,,ის, რომ განსხვავებულობა კარგი და მისაღებია, სწორედ ამის ხაზგასმას ემსახურება ჭრელი წინდა" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოხალისემ ეკა ჩიგოგიძემ ჩვენთან საუბრისას.

მონაწილეები მსვლელობისას საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. აქციის ორგანიზატორის გია ჯვარშეიშვილის თქმით, ფლაერებზე დეტალურადაა დატანილი ის ინფორმაცია, რომლის გაგების შემთხვევაში საზოგადოება მიხვდება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არ არიან მსხვერპლნი და შეცოდების ობიექტები მათი მხრიდან.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერი აქცია 28 მარტამდე გასტანს და მხოლოდ ამ მსვლელობით არ შემოიფარგლება. 

მსურველებს შეუძლიათ, ფოტოების გადაღება ჭრელი წინდის გამოყენებით, 21 დან 28 მარტის ჩათვლით უნივერსიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრ გაიმართება, ხოლო 27 მარტს მხარდამჭერი კონცერტია დაგეგმილი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary