გადავარჩინოთ საყდრისი!
22 მარტი, 2014
გალერეა
გადავარჩინოთ საყდრისი! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ბოლნისის რაიონ დაბა საყდრისთან მდებარე "საყდრისი-ყაჩაღიანის" ტერიტორიასთან თბილისიდან ჩასულმა სტუდენტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, თავად საყდრისის მოსახლეობამ და მუშებმა აქცია გამართეს აღნიშნული კულტურული ძეგლის დასაცავად.

აქციის წევრები შეეცადნენ, ენახათ, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად არქეოლოგიური ობიექტი, მაგრამ სამართალდამცველებმა არათუ აქციის მონაწილეები, არამედ მედიის წარმომადგენლებიც არ შეუშვეს, რამაც მცირე ექსცესები გამოიწვია. სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ისინი საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ: "არსებული პრობლემა გადაწყვიტეთ ზედა ეშელონებში და შეგიშვებთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და არც ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას. ჩვენი დასაცავია ეს ადგილი და ვიცავთ".

ამის შემდეგ მშვიდობიანმა მომიტინგეებმა გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი და ასე გამოხატეს პროტესტი.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მარინა მიზანდარის თქმით: "დღეს საფრთხე ემუქრება "საყდრისი-ყაჩაღიანის" კულტურულ მემკვიდრეობას, ეს გახლავთ მინიშვნელოვანი ძეგლი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კაცობრიობის ისტორიისათვის. ეს არის ადამიანის ისტორიის, მისი ადრეული საქმიანობის ცივილიზაციის არსებობის კვალი ჩვენს მიწაზე, ეს არის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო".

13 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გასცა უარყოფითი დასკვნა იმ ანგარიშების საფუძველზე, რაც წარედგინა. ბოლო არქეოლოგიური ექსპედიცია აქ იყო 2-თვიანი, რომელმაც ზედაპირული, არგუმენტაციასმოკლებული ანგარიში წარადგინა. ამგვარად დადგინდა, რომ საჭირო იყო დამატებითი კვლევა-ძიების ჩატარება. როგორც მარინა მიზანდარი აღნიშნავს: "ამის შემდეგ მოხდა გარიგება და 13 მარტს ხელი მოეწერა სამინისტროს დასკვნას, ის აბათილებდა წინა დასკვნის შინაარსს, რომელიც ნებას აძლევს "RMG gold"-ს, გააშენოს საწარმო "საყდრის-ყაჩაღიანის" ადგილზე. არ შეიძლება ამ კულტურული ძეგლის დანგრევა, ის დიდ პოტენციალს შეიცავს ქვეყნის განვითარებისათვის. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ იგი, შევქმნათ მუზეუმი, აქ შეიძლება სამეცნიერო-საგანმანათლებლო კერის განთავსება, რომელიც ჩამოიყვანდა უამრავ მკვლევარსა თუ მეცნიერს".

ადგილობრივმა მცხოვრებმა დალი მამულაშვილმა პროტესტი გამოთქვა: "მე მაინც არ დავუთმობ ამათ, იმიტომ, რომ მართლა მტკივა ის, რაც აქ ხდება. აქედან გადის მილიონები და ჩვენი კუთხე ახლა აყვავებული უნდა იყოს. შეიძლება "საყდრისმა" უკეთესი შემოსავალი მომიტანოს, ვიდრე იმ მადნებმა. ბუნება მაინც გადარჩება და ჯანმრთელობა შეგვინარჩუნდება".

ადგილობრივების თქმით, ისინი არ აპირებენ დათმობას და გააგრძელებენ ბრძოლას. 

აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary