ქალთა პოლიტიკური ჩართულობა: თანასწორობა და თანამონაწილეობა
22 მარტი, 2014
ქალთა პოლიტიკური ჩართულობა: თანასწორობა და თანამონაწილეობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა კონფერენციას სახელწოდებით - "ქალთა პოლიტიკური ჩართულობა: თანასწორობა და თანამონაწილეობა". პროექტი ქალთა თვის ფარგლებში ჩატარდა.


კონფერენციისთვის გათვალისწინებული აქტივობს ორ დღეზე გადანაწილდა. მისი ორგანიზატორი "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი" იყო. 

კონფერენცია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ვიცეპრეზიდენტმა თამარ ურუშაძემ გახსნა. მან კონფერენციის მონაწილეებს მოკლედ გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა. UNDP–ის წარმომადგენელი მაკა გვრიტიშვილი გენდერული კვლევის შედეგებზე ესაუბრა აუდიტორიას, ასევე ქალის როლზე პოლიტიკაში, ბიზნესსა და ოჯახში. კონფერენცია გაგრძელდა თემით "ქალი და ომი, ქალი და მშვიდობა", რომელზეც ისაუბრა ნინო ლაგვილავამ – ექსპერტმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. კონფერენციის მოხსენებითი ნაწილი დაასრულა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის პროგრამების კოორდინატორმა, გენდერული კვლევების სპეციალისტმა ეთუნა ნოღაიდელმა. 

"პროექტი ძალიან ინფორმაციული იყო და დატვირთული სხვადასხვა მაგალითით. გამიხარდება, თუ მსგავსი ღონისძიებები ხშირად გაიმართება და მასში მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას" - აღნიშნა პროექტის მონაწილემ მარიამ ჩიბუხაიამ. 

თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში და ბევრი კითხვა დაისვა მომხენებლების მიმართ.

"ძალიან საინტერესო აუდიტორია იყო, რაც მთავარია, ბევრი საინტერესო კითხვა დაისვა. იმედი მაქვს, მსგავსი დისკუსიები კიდევ გაიმართება, რადგან სწორედ ამ დისკუსიებით შეიძლება მივაღწიოთ პროგრესს გენდერული თანასწორობის კუთხით, რაც თავისთავად საზოგადოების განვითარების საწინდარი გახდება" - განაცხადა მაკა გვრიტიშვილმა. 

კონფერენციის პირველი დღე სტუდენტური ესეების კონკურსის "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა: თანასწორობა და თანამონაწილეობა" გამარჯვებული ნაშრომების წარდგენა/დისკუსიით დასრულდა. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ. 

კონფერენციის მეორე დღის უმეტესი ნაწილი ჯგუფში მუშაობასა და თემის გარშემო ინიციატივების შემუშავებას დაეთმობა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary