სტუ-ში რეჟისორ ზაზა ლეჟავას სპექტაკლი გაიმართა
22 მარტი, 2014
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა დღეს სტუ-ს სააქტო დარბაზში რეჟისორ ზაზა ლეჟავას სპექტაკლი "სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ", რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის თექტრის მსახიობები თამაშობენ. რეჟისორი პიესის თანაავტორიც არის.

"პიესის შთაგონება მაშინ მივიღე, როდესაც მეგობრებთან ერთად ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები მოვინახულე. მოვისმინეთ უამრავი სულისშემძვრელი ისტორია, რამაც დაგვანახა, თუ როგორი უგულო შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მოხუცს, მშობელს ასეთი ცხოვრებისთვის იმეტებს. სპექტაკლში არის ჩადებული 10 მცნების იდეაც, ძირითადი სათქმელი კი ის არის, რომ ოდესმე ყველანი მოვხუცდებით და გავიგებთ, თუ როგორი მძიმეა ეს. ამიტომ გადავწყვიტე, ფესტივალზე სწორედ ეს სპექტაკლი მეჩვენებინა" - ამბობს რეჟისორი ზაზა ლეჟავა. 

ფესტივალი 17 მარტს დაიწყო და 26 მარტამდე გაგრძელდება. მაყურებელს კიდევ 4 დღის განმავლობაში ექნება ქართველი რეჟისორების ნამუშევრების ნახვის საშუალება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary