,,გაამაგრე გუდიაშვილი’’
23 მარტი, 2014
გალერეა
,,გაამაგრე გუდიაშვილი’’ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,გაამაგრე გუდიაშვილი" – ამ სახელწოდებით დღეს გუდიაშვილის სკვერში აქცია–კონცერტი მოეწყო.

ღონისძიების ინიციატორი არაკომერციული ორგანიზაცია ,,თბილისის ჰამქარი" იყო. 

ბოლო წლებში გუდიაშვილის მოედანზე არსებული შენობა–ნაგებობების რესტავრაციის საკითხი არაერთხელ გახდა საზოგადოების განსჯისა და დისკუსიის საგანი. ჯერ კიდევ უცნობია გუდიაშვილის მოედნისა და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის მომავალი.

აქციის მონაწილეები გუდიაშვილზე არსებული შენობა-ნაგებობების მერიისთვის გადაცემას ითხოვდნენ. ,,შენობა-ნაგებობები ამჟამად თბილისის განვითარების ფონდს ეკუთვნის და 8 წელია ველოდებით, რომ გაკეთდეს რესტავრაცია. ასევე, ეს არის ყოვლად გაუმჭვირვალე ორგანიზაცია. ამიტომ ვითხოვთ, შენობები თბილისის მერიას გადაეცეს" - აღნიშნა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანზატორმა ელენე ხუნდაძემ.

აქციის ფარგლებში კონცერტი გაიმართა, ასევე შედგა კონკურსის ,,ხელოვნება საზოგადოებრივ სივრცეში" გამარჯვებულთა ნამუშევრების გამოფენა და ,,ძველმანების ბაზრობა", სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ნივთების მიტანა და გაყიდვა.

ღონისძიებას საქველმოქმედი ხასიათიც ჰქონდა, ის მიზნად ისახავდა კაზრეთის სოციალურად დაუცველ ადამიანთა დახმარებას.

,,მხარს ვუჭერთ, რომ გუდიშვილის ბაღმა შეინარჩუნოს ისტორიული იერსახე. პარლელურად კი ვეხმარებით ისეთ ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ რეაბილიტაცია, ოპერაცია, მკურნალობა" - აღნიშნა აქციის მონაწილემ ნიცა მოდებაძემ.

აქციაზე მისულმა ახალგაზრდებმა იმედი გამოთქვეს, რომ ღონისძიბა შედეგს გამოიღებს. ,,ყველა ადამიანი რომ გააცნობიერებს, რაც ხდება მის ქვეყანაში, შენი კარის მიღმა, შენი ტკივილია, ყველა პრობლემა მოგვარდება" - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ ცხვედიანმა ჩვნთან საუბრისას.

მსგავსი ხასიათის აქცია 2012 წელსაც ჩატარდა სახწლწოდებით - ,,მინიფესი, როგორც მანიფესტი", როდესაც გუდიაშვილზე ასებული რამდენიმე შენობა გაყიდეს და მაშინ მანიფესტანტებმა მიზანს მიაღწიეს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary