თბილისმა ,,Grand Prix“ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
23 მარტი, 2014
თბილისმა ,,Grand Prix“ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ისტორიაში პირველად თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობს სამდღიან ,,Grand Prix" საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გიორგი გუგავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ,,ეს ტურნირი არის ძალზე მნიშვნელოვანი საქართველოსათვის, რადგან ჩამოსულია მსოფლიოს 28 ქვეყანა და სამასზე მეტი სპორტსმენი იღებს მასში მონაწილეობას, მიღწეული შედეგებით კმაყოფილი ვარ და მოველი მეტ მედალს ასპარეზობის მესამე დღეს".

ასპარეზობის პირველ დღეს ვაჟთა წონაში -60 და -66 კგ წონით კატეგორიები ასპარეზობდნენ, მხოლოდ -60 კგ წონით კატეგორიაში მოახერხა ქართველმა სპორტსმენმა ერთი ბრინჯაოს მედალის მოპოვება ლუხუმი ჩხვიმიანმა . ქალთა წონაში კი - 48,- 52 და -57კგ წონით კატეგორიებში სრულიად უშედეგოდ იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა.

ტურნირის მეორე დღეს -73 კგ-ში მედლების სრული კომპლექტი მოიპოვეს ძიუდოისტებმა: ნუგზარ ტატალაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა შემდეგი თანმიმდევრობით: ოქრო ვერცხლი და ბრინჯაო, ხოლო -81კგ-ში ერთი ოქრო ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ერთი ბრინჯაო უშანგი მარგიანმა. ქალების წონაში კვლავ უშედეგოდ ჩაიარა შეჯიბრებამ -63 და -70 კგ წონით კატეგორიებში, მხოლოდ- 63 კგ-ში დაიკავა მეშვიდე ადგილი შორენა შარაძემ.

მესამე დღეს ასპარეზობა გაიმართა -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში. -90 კგ-ში ზვიად გოგოჭურმა ოქრო სამშობლოში დატოვა და მხოლოდ მან შეძლო თავის წონაში მოეპოვებინა მედალი.
-100 კგ წონით კატეგორია, შეიძლება ითქვას, ჩავარდა, რადგან მხოლოდ რამდენიმე ფალავანმა მოახერხა მე-5 და მე-7 საპრიზო ადგილების დაკავება. რაც შეეხება +100 კგ წონით კატეგორიას, აქ ადამ ოქრუაშვილმა დამაჯერებლად იმარჯვა რუს ძიუდოისტთან კრილობოკოვ ანტონთან და დაიკავა 1-ელი ადგილი, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ლევან მატიაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. ქალების წონა -78 და +78 კგ წონით კატეგორიებში მხოლოდ სამმა ქალმა ძიუდოისტმა დაიკავეს საპრიზო კატეგორიები მე-5, მე-7 ადგილები.

ჯამში საქართველომ თბილისის ,,Grand Prix" საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა 4 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და ჯამში 14 სპორტსმენმა მე-5 და მე-7 ადგილები დაიკავეს, რითაც საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი 28 ჩამოსულ ქვეყანას შორის და გაიმყარა პოზიცია ევროპისა და მსოფლიოს პირველი გუნდისა.

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის მნიშვნელობაზე საუბრობს: ,,ეს ტურნირი მნიშვნელოვანია ყველა ძიუდოისტისათვის, რადგან ოლიმპიადისათვის სარეიტინგო ქულების დაგროვება აუცილებელია და ამ ტურნირს აქვს მაღალი სარეიტინგო ქულები 1-ელ,მე-2 და მე-3 ადგილზე გასული სპორტსმენებისათვის. მიღწეულ შედეგს რაც შეეხება, ამ წონაში ვარ ახალი გადასული და არიან ძლიერი მოწინააღმდეგები, ასე რომ, იოლი ნამდვილად არ იყო მასში მონაწილეობა და გამარჯვება".

დღევანდელ ,,Grand Prix"-ზე განმეორდა ოლიმპიადის ფინალი შავდათუაშვილსა და მიკლოს უნგვარს შორის, სადაც კვლავ დამაჯერებად ქართველმა ჩემპიონმა იმარჯვა. ასევე აღსანიშნავია ქართველების ფინალი 73 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთი სკოლის ორი მეგობარი დაუპირისპირდა ერთმანეთს ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი და ბაჩო ტატალაშვილი,-ეს იყო ბრძოლა მოტივაციის გარეშე სადაც ორივე გამარჯვებული იყო,მათი ჭიდაობის დროს მთელი დარბაზი ჩუმად იყო და როგორც დაწყებისას ასევე შეხვედრის დამთავრებისას ორივეს ერთად ულოცავდნენ გამარჯვებას- შეხვედრა ბაჩოს გამარჯვებით დასრულდა.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გიორგი პურიჭამიაშვილმა აღნიშნა, რომ ,,მისასალმებელია მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება საქართველოსთვის, როგორც ქართველი სპორტსმენებისათვის, ასევე ქვეყნისათვის, ქვეყანას შეუძლია ასეთ ტურნირებში გამომდინარე იქიდან, რომ არის მასპინძელი ქვეყანა 4-4 ძიუდოისტი დააყენოს (კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი). დღევანდელი წარმატებით კმაყოფილი ვარ და სანახაობრივადაც სასიამოვნო საყურებელი იყო".

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დღეს განაცხადა, რომ საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს აქვს მოპოვებული 617 მედალი ყველა სინჯისა. 

ტურნირს ვერ დაესწრო ჩინეთის, იაპონიის, კორეისა და საფრანგეთის წამყვანი გუნდები, რადგან მოხდა ძიუდოს კალენდარში იაპონიის ტურნირისა და თბილისის ტურნირის დამთხვევა.
თბილისის საერთაშორისო ტურნირი 23 მარტს დასრულდა.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary