საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ინფორმაციული შეხვედრა
24 მარტი, 2014
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ინფორმაციული შეხვედრა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის" საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას ახალგაზრდული პარლამენტის 2013 წლის მოწვევის დეპუტატები წარუძღვნენ. 

"ჩვენ ვართ სამი "არას" თაობა, არა - სამუშაო, არა - ფული, არა - აქტივობა. ჩემი აზრით, გამოსავალი ისევ სამ სიტყვაშია, გახდი ახალგაზრდა პარლამენტარი!" - ამ სიტყვებით გახსნა შეხვედრა ახალგაზრდული პარლამენტის 2013 წლის მომწვევის დეპუტატმა ბექა დადეშქელიანმა. 

ახალგაზრდა დეპუტატებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათი 2013 წლის მიღწევები, აუხსნეს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ფუნქციები და მისი მუშაობის სტრუქტურა, დაანახეს ის დადებითი მხარეები, რომლებიც თან ახლავს ახალგაზრდული პარლამენტარის წოდებას, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და დაინტერესებულ სტუდენტებს მისცეს კონკრეტული რჩევები ახალგაზრდული პარლამენტის 2014 წლის მოწვევის შესარჩევი ტურების გასავლელად. ბექა დადეშქელიანის თქმით, აუდიტორია საკმაოდ მომზადებული იყო, ძალინ საინტერესო და საგულისხმო კითხვებიც დაისვა და რეკომენდაციებიც მიიღეს ახალგაზრდებისგან.

"საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის არსებობის შესახებ 2011 წელს გავიგე და ძალიან დამაინტერესა, ახლა ამ საინფორმაციო შეხვედრაზეც ვიყავი და ჩემი ინტერესი უფრო გამძაფრდა. იმედი მაქვს, 2014 წლის მოწვევაში ამირჩევენ, ძალიან გამიხარდება" - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ გოჭოშვილმა. 

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საინფორმაციო შეხვედრა ბევრ უნივერსიტეტსა და რეგიონში გაიმართა და კვლავაც გაგრძელდება. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა კი 28 მარტია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary