ლექტორების კონკურსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
24 მარტი, 2014
ლექტორების კონკურსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლების სამინისტროს ეგიდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორატის ბრძანებითა და აკადემიური საბჭოს შეთანხმებით ეკვე მესამედ ჩატარდა ლექტორების კონკურსი, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა.

მისი მიზანი იყო უნივერსიტეტის თანამშრომელთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება. მსგავსი კონკურსი პირველად 2006 წელს ჩატარდა. 

კომისია შედგებოდა 3 წევრისაგან. თითოელ მიმართულებას (სპეციალობას) ჰყავდა თავისი ექსპერტი, რომელთაც ყოველი კონკურსანტის დოკუმენტაცია წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი.

,,მსგავსი ფორმატით კონკურსი პირველად ჩატარდა, როგორც საჯაროობისთვის საჭირო ფორმა, პიროვნული გაცნობა. ეს ის უპირატესობებია, რომლებიც მას ახლდა. მხოლოდ დოკუმენტაციით არ მოხდა აკადემიური თანამშრომელთა განაწილება. გასაუბრებაზე აღმოვაჩინე, რომ ექსპერტს მარი წერეთელს (თსუ-ს წარმომადგენელი) ჩემს სპეციალობაზე დეტალურად ჰქონდა შესწავლილი ჩემ შესახებ ინფორმაცია (სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, გრანტი, სილაბუსი, თანამდებობა, ადმიისტრაციული აქტივობა და ა.შ.). ასევე მომეწონა გასაუბრების ფორმა, ის არ მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, იყო საქმიანი დიიალოგი. მისი კითხვები ეხებოდა ჩემს სამეცნიერო-კვლევით კონცეფციას, სასწავლო პროცესსა და სასწავლო გეგმებს. კმაყოფილი ვარ პირველი ეტაპით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე დაიდება დღეს 3 საათზე, რასაც მოუთმენლად ველი" - აცხადებს ჟურნალისტიკის სპეციალობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მზია თადუმაძე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary