ბიზნესის აზროვნებისა და იდეათა განვითარების ასოციაცია
25 მარტი, 2014
ბიზნესის აზროვნებისა და იდეათა განვითარების ასოციაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ,,ბიზნესის აზროვნებისა და იდეათა განვითარების ასოციაცია" პრეზენტაცია გაიმართა.


1 წელია რაც ეს 8-წევრიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. როგორც ერთ–ერთმა პრეზენტატორმა ნანა კუპრეიშვილმა აღნიშნა, მათი მიზანია ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავება და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. აღნიშნული ასოციაცია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებმაც მათი შუამდგომლობით უკვე დაასაქმეს სტუდენტები (მაკნატუნა", ,, თერნალი +" და ა.შ.).

უნივერსიტეტისა და ,,სტუდენტური თვითმმართველობის" დახმარებით ისინი გეგმავენ საჯარო ლექციების ჩატარებას, სხვადასხვა საინიცივატიო ჯგუფთან სადისკუსიო შეხვედრასა და სტუდენტების მეშვეობით საინტერესო პროექტების განხორციელებას. მათ ასევე ისაუბრეს ახალი პროექტის ,,მარკეტინგული ომი" შესახებ, რომელიც 3 ეტაპისგან შედგება. ძირითადად, ეს ეხება რეკლამის გადაღებას მწარმოებელი კომპანიის მიერ შემოთავაზებულ იდეაზე. სტუდენეტებს დასარეგისტრირებლად შეუძლიათ, მიმართონ ,,სტუდენტურ თვითმმართველობას" ან ეწვიონ ჯგუფის  facebook-ის ოფიციალურ გვერდს. 

,,მოხარული ვარ ასეთი მონდომებული სტუდენტების გაცნობით. დღეს, როცა საქართველოში დასაქმების კუთხით დიდი დეფიციტია, ნამდვილად კარგი შესაძლებლობა და ერთგვარი სტიმულია იმ სტუდენტთათვის, ვისაც სწავლა უნდა. ვფიქრობ, მსგავსი გაერთიანებები ხელს შეუწყობს აქტიურ სტუდენტთა ზრდას" – განაცხადა სტუდენტმა თამარ ბოდოკიამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary