ახალგაზრდა ბანკირების პროგრამა
25 მარტი, 2014
თსუ–ს VI კორპუსის სააქტო დარბაზში "ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" პრეზენტაცია გაიმართა.


პროგრამა კვარტალში ერთხელ ტარდება "პროკრედიტ ბანკის" ინიციატივით. პროგრამის მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია. გარკვეული პერიოდი ყველა კანდიდატი იცხოვრებს ტრენინგცენტრში (სამ თვეს), ხოლო რეგიონიდან ჩამოსულ მონაწილეებს პროგრამის განმავლობაში ბანკი საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს და არ მოითხოვს მათემატიკის საფუძვლიან ცოდნას.
"სოციალური პასუხისმგებლობა "პროკრედიტ ბანკის" ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომლითაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ. კარგი საბანკო მომსახურების გაწევის გარდა, "პროკრედიტ ბანკი" ასევე ცდილობს, გარკვეული წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში, ამიტომ, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სოციალურ პროექტსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში" - განაცხადა "პროკრედიტ ბანკის" წარმომადგენელმა.

"ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის" მონაწილეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული ეტაპების გავლას.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary