თემის ტრაგედია: კერძო საკუთრება როგორც სამოქალაქო თავისუფლების გარანტია
12 ივნისი, 2013
თემის ტრაგედია: კერძო საკუთრება როგორც სამოქალაქო თავისუფლების გარანტია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
12 ივნისს პროექტის " ეკონომიკური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება" ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექცია. საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ აკაკი ცომაიას ლექციას თემაზე "თემის ტრაგედია: კერძო საკუთრება როგორც სამოქალაქო თავისუფლების გარანტია" უმასპინძლა.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში სულ 12 ლექცია ჩატარდება, რომელთაგან მინიმუმ 9-ზე დასწრების შემთხვევაში სტუდენტები სერტიფიკატებს მიიღებენ.
"ეს თემა შეეხება საერთო ტრაგედიას, განხილული იქნება ის სიტუაციები, რომელიც გვთავაზობს გამოსავალს. აკრძალვა რა თქმა უნდა გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე და განადგურების მაჩვენებელი შედარებით მცირდება. საერთოდ ტრაგედიის პრობლემა მაინც გარდამავალია. საზოგადოება ადრე თუ გვიან მაინც დადგება ამ ტრაგედიის წინაშე, ჩვენ კი აქედან გამოსავალი უნდა ვნახოთ. საერთო ტრაგედია გვეუბნება შემდეგს: როდესაც ერთი ადამიანი იყენებს საერთო რესურსებს, იგი ამცირებს მეორე ადამიანის სიამოვნებას" - განაცხადა ლექტორმა აკაკი ცომაიამ.
ღონისძიების ორგანიზატორია ეკონომიკური სკოლა - საქართველო, ხოლო ფინანსური მხარდამჭერია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary