გიორგი გაწერელიას პერსონალური გამოფენა „ვანდაში“
25 მარტი, 2014
გიორგი გაწერელიას პერსონალური გამოფენა „ვანდაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გალერეა "ვანდაში" ახალგაზრდა მხატვრის გიორგი გაწერელიას პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გიორგი 23 წლის ახალბედა მხატვარია. დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია. მისი ნამუშევრები შესრულებულია ნახშირში, ოპორტსა და გრაფიტში.

"პერსონალური გამოფენა მქონდა ქუთაისში, სხვადასხვა რაიონში. თბილისში ჩემი პირველი გამოფენაა. ნახატები შესრულებული მაქვს ნახშირში, ასევე არის დაზგურ გრაფიკაში შესრულებული მეტალო ოპორტი. ვცხოვრობ მარტვილის რაიონში და ვხატავ იქაურ სოფლებს, ადგილებს, რასაც თვალით ვხედავ და განვიცდი. აქ წარმოდგენილი მაქვს ოცდაათი ნახატი, თუმცა, სამომავლოდ ვაპირებ უფრო მეტი და ახალი ნამუშევრები შევთავაზო დამთვალიერებელს" - აღნიშნა მხატვარმა.

"გიორგი 23 წლის არის, თუმცა, მის ასაკთან შედარებით უჩვეულოდ დახვეწილი და ძლიერი მხატვარია. ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული ოსტატია. შეუძლებელია, მისმა ნამუშევრებმა გულგრილი დატოვოს დამთვალიერებელი" - ასე შეაფასა გიორგის ნამუშევრები აკადემიის ლექტორმა ლალი ზამბახიძემ. 

გალერეა "ვანდაში" მხატვრის ოცდაათი ნამუშევარია წარმოდგენილი და იგი დამთვალიერებელს ორი კვირის განმავლობაში გაუწევს მასპინძლობას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary