„აუდიოწიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის“
25 მარტი, 2014
„აუდიოწიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პროექტის "აუდიოწიგნები უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისათვის" დახურვა გაიმართა.

პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანისა" და "სამოქალაქო ინიციატივის" ორგანიზებით განხორციელდა. 

ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილეს პროექტის მიმდინარეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ორგანიზატორებმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. "მარიანსა" და გამომცემლობებს - "დიოგენესა" და "ტიფლოპოლიგრაფიას" შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

მოხალისეები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერტიფიკატებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ 202-ე უსინათლოთა სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც მოხალისეებმა პირადად მოასმენინეს ჩანაწერები. 

პროექტის ფარგლებში კომპაქტდისკებზე ჩაიწერა 20 აუდიოწიგნი. წიგნები შეირჩა თავად მასწავლებლებისა და მოსწავლეთა სურვილის მიხედვით და ჩაიწერა მოხალისეთა მიერ. მათ გაიარეს მეტყველების ერთთვიანი ტრენინგი, სადაც დაეუფლნენ მიზანმიმართული კითხვის სტილსა და სწორად კითხვის პრინციპებს. წიგნები ჩაიწერა საპატრიარქოს "რადიო ერთსულოვნებას" და საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსტუდიებში.

ამავე პროქტის ფარგლებში მოხდა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის ადაპტირება მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის, სადაც ასევე განთავსდება აუდიოწიგნები. წიგნები იქნება ხელმისაწვდომი lib.ge-ს მომხმარებელთათვისაც. 

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის განვითარების პროგრამის ფარგლებში და მხარდამჭერია პოლონეთის საელჩო საქართველოში. პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო, "რადიო ერთსულოვნება", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი.

ჩანაწერები უფასოდ გავრცელდება, როგორც რეგიონულ ბიბლიოთეკებში, უსინათლოთა კავშირის ფილიალებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებში, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრებში და სხვა.
როგორც "მარიანის" წარმომადგენელმა მარიამ მიქიაშვილმა განაცხადა, ფინანსების მოძიების შემთხვევაში აუდიოწიგნების ჩაწერა გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary